© 2023. Developed by Plexygon.com
ჟესტური ენის ონლაინ თარჯიმანი
ჩვენი სერვისით ურთიერთობა ადვილია!
ჩვენ შესახებ
ჟესტური ენის ონლაინ თარჯიმანი სოციალური სერვისია, რომელიც სმენის არმქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება.
სერვისი, ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიონალური გუნდის დახმარებით, სმენის არქმონე პირებს სხვადასხვა დაწესებულებებში უზრუნველყოფს დისტანციური თარგმნის მომსახურებით.
მომსახურების მიწოდება შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისთვის.
სერვისი შეიქმნა ორგანიზაციების "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და "ყრუთა კავშირის მიერ", ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და "MAC Georgia-ს" ფინანსური მხარდაჭერით, “დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის” ფარგლებში.
ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს მტკიცედ სჯერა, რომ ეს ინიციატივა ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ მისაწვდომობას უზრუნველყოფს სმენის არმქონე პირებისთვის.
800+
1200+
12+
სერვისი
ჟესტური ენის ონლაინ თარჯიმანი არის მომსახურება, რომელიც ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით, სმენის არქმონე პირებთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. სერვისი ამარტივებს კომუნიკაციას სმენის არქმონე პირსა და სახელმწიფო, მუნიციპალურ ობიექტებსა და ბიზნეს სტრუქტურებს შორის. გარდა ამისა, ჟესტური ენის ონლაინ თარჯიმანი ვიდეოს სახით, წესების, ინსტრუქციების და სხვა მცირე დოკუმენტების ჟესტურ ენაზე თარგმნასაც გთავაზობთ.
ტარიფები
არაქსელური ინდივიდუალური შეთავაზებები
- სერვისის მიწოდება კლიენტზე გათვლილი ინდივიდუალური სპეციფიკის გათვალისწინებით.
დოკუმენტების თარგმნა ჟესტურ ენაზე
- ინსტრუქციების
- წესების
- ერთჯერადი დოკუმენტების
- ვიდეოს ჩაწერა
სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებებისთვის
- ერთჯერადი ან ყოველწლიური მომსახურება
- 5-15+ ფილიალი
- 9-დან 6 საათამდე
- ორშაბათი - პარასკევი
ქსელური-კომერციული კომპანიებისთვის
- კვარტალური ან თვიური გადახდა
- წლიური ულიმიტო
- წელიწადში 25 ვიზიტი
- 5-15+ ფილიალი
- ორშაბათი-შაბათი
- 9-დან 6 საათამდე
- შაბათს 11-დან 6 საათამდე
დაგვიკავშირდით
დატოვეთ თქვენი წერილი
Latest News
There are many variations of passages of Lorem Ipsum available,
but the majority have suffered alteration.
Our Portfolio
There are many variations of passages of Lorem Ipsum available,
but the majority have suffered alteration.